png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 22.04.2024
  • 11:03
აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცება დაგვიანებული არ იყო, მაგრამ შეფერხებას რეალური შედეგები მოჰყვა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა MSNBC-თან ისაუბრა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ახლა რთული ვითარებაა, ვინაიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობა აქვთ საბრძოლო მასალის მხრივ, ხოლო უკრაინული ძალები იძულებულნი არიან საბრძოლო მასალა დაზოგონ.

„უკრაინელები უკვე ოთხი თვეა ცუდად არიან შეიარაღებულები. რუსებს ჰქონდათ ბევრად მეტი საბრძოლო მასალა და უკრაინა იძულებული გახდა საბრძოლო მასალა დაეზოგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მათ უდუდესი სიმამაცე გამოიჩინეს, თავიანთი ქვეყანის დაცვაში, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ ინოფრომაციაზე, უკრაინაში დამატებითი ამერიკელი სამხედრო მრჩევლების შესაძლო გაგზავნის შესახებ.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ნატო-ს საბრძოლო ყოფნა ჯერ კიდევ არ არის დაგეგმილი, თუმცა ალიანსის ქვეყნებს უფლება აქვთ დაეხმარონ უკრაინას და ეს ნატო-ს კონფლიქტის მხარედ არ აქცევს.

”მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატო-ს რამდენიმე მოკავშირეს ჰყავს {უკრაინის} საელჩოებში სამხედრო ფორმიანი პირები, რომლებიც რჩევებს აძლევენ”, - დასძინა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge