png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უარვყოფთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა - ენტონი ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 21.05.2024
  • 09:28
უარვყოფთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა - ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოთქვა აშშ-ის ოფიციალური პოზიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის მოთხოვნის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით.

”აშშ პრინციპულად უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის მოითხოვს ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე „ჰამასის“ ტერორისტების დაკავების ორდერების გაცემას,” - თქვა ბლინკენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბსოლუტურად არასწორია ისრაელის სახელმწიფოსა და ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის გათანაბრება.

„ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს აყვანილი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები. უფრო მეტიც, აშშ-მა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. ჰააგის სასამართლო შეიქმნა მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ბლინკენის შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.

”სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  პროკურორის განცხადება ისრაელის ლიდერებისთვის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ აღმაშფოთებელია.  ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: რაც არ უნდა თქვას ამ პროკურორმა, არ არსებობს გზა ისრაელისა და ჰამასის გათანაბრების. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით მისი უსაფრთხოების დასაცავად“, - თქვა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge