png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პიტერ ფიშერი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი, რომ სტატუსი მიგვეღო, მაგრამ რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპის გზაზე - პეტრე ცისკარიშვილი

  • კომენტარები
  • 30.05.2024
  • 12:52
პიტერ ფიშერი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი, რომ სტატუსი მიგვეღო, მაგრამ რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპის გზაზე - პეტრე ცისკარიშვილი

პიტერ ფიშერი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას, - ამის შესახებ განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსული კანონის პირობებში საქართველო წინ ვეღარ წავა ევროპის გზაზე.

პეტერ ფიშერი გასულ წელს იყო ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას, - ამის შესახებ განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსული კანონის პირობებში საქართველო წინ ვეღარ წავა ევროპის გზაზე.

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი გასულ წელს იყო ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას და მისთვის არ ჰქონდა იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ამ კონკრეტულ მომენტში ვინ არის მთავრობაში, იმიტომ რომ ის ამ სტატუსს აძლევდა და მთლიანად ბრიუსელმა, ევროპულმა ინსტიტუციამ სტატუსი მისცა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. „ოცნება’ შეიძლება დღეს იყოს, ხვალ აღარ იქნება. არჩევნები ჩატარდება, ხალხის ნება გამოვლინდება და ისინი გამოიცვლებიან.

მაგრამ რუსულ კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი, რადგან რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპის გზაზე და ევროინტეგრაციას ვერ განვავითარებთ, ვერ განვახორციელებთ , მანამ სანამ ეს მთავრობა გვეყოლება. ერთმანეთთან არის პირდაპირ კავშირში, რუსული კანონი იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ქართული ოცნება. როგორც კი აღარ იქნება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, აღარ დაგვჭირდება რუსულ კანონებთან ბრძოლა და ის შემოტანილი და მიღებული რუსული კანონიც მყისიერად გაუქმდება. ამის შემდეგ უკვე ექნება საქართველოს შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge