png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკრაინას კრემლზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება არ აქვს - ჯო ბაიდენი

  • მსოფლიო
  • 06.06.2024
  • 18:17
უკრაინას კრემლზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება არ აქვს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მას შემდეგ, რაც მას რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული იერიშების უფლება მიეცა, არ გამოიყენებს ამერიკულ იარაღს მოსკოვისა და კრემლის წინააღმდეგ. ამის შესახებ ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენს ჰკითხეს, იყო თუ არა ამერიკული იარაღი უკვე გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების დროსმას შემდეგ, რაც ბაიდენმა ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის მახლობლად მისი შეზღუდულად გამოყენების ნებართვა გასცა.

პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა განმარტა, რომ ეს იარაღი არ გამოიყენებოდა რუსეთის დედაქალაქზე ან მთავრობის ადმინისტრაციაზე თავდასხმისთვის.

„ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას {უკრაინას} დარტყმები განახორციელოს 200 მილის სიღრმეში რუსეთში და არ ვაძლევთ უფლებას იერიში მიიტანოს მოსკოვზე და კრემლზე“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტს, შეშფოთებულია თუ არა  ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არის პირდაპირი მონაწილეობა ამ ომში".

„მას 40 წელზე მეტია ვიცნობ. ის არ არის წესიერი ადამიანი. ის დიქტატორია და ამ შეტევის შეჩერების გარეშე უნდა იბრძოლოს თავისი ქვეყნის გადასარჩენად.

ჩვენ არ ვსაუბრობთ მათთვის {უკრაინელებისთვის} იარაღის მიწოდებაზე მოსკოვზე, კრემლზე დასარტყმელად... მხოლოდ საზღვრის გასწვრივ, საიდანაც ისინი იღებენ დარტყმებს ჩვეულებრივი იარაღიდან, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შესაღწევად დაუკრაინელების დასახოცად, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენი საფრანგეთში იმყოფება ნრმანდიაში დესანტის გადასხმის 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად. ბაიდენი გეგმავს შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა განიხილონ სამხედრო დახმარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge