png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა სიიდან იმ ადამიანების ამოღება, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 17.06.2024
  • 14:55
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა სიიდან იმ ადამიანების ამოღება, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში - ირაკლი კობახიძე

ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ჩვენ მიერ წარდგენილი სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან სიის გადაგზავნამდე კონსულტაციები გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ნაკრების წევრებთან. 

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში როდესაც ჩვენ გავგზავნეთ შესაბამისი წარდგინება, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, იმისთვის, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, რომ არ მომხდარიყო დიფერენცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი წვლილი მიუძღვით ნაკრების წარმატებაში, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევადგინეთ შესაბამისი სია. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში. მაგალითად არის ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, არიან სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არის ასევე ტექნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. უბრალოდ გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება, რას ემსახურება ეს ყველაფერი, არ ვიცი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც ჩვენ სწორედ კონსულტაციების საფუძველზე გავგზავნეთ პრეზიდენტთან განსახილველად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge