png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა

  • პოლიტიკა
  • 17.06.2024
  • 17:00
ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა

ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, ალექსი პეტრიაშვილმა პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარეებთან ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად, განცხადება გააკეთა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს ყველა ძალა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დასაბრუნებლად.

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩემთვის ძალიან ძვირფას რონდელის ფონდს, მასთან ერთად გატარებული წლები, ნამდვილად არ ჩაივლის უკვალოდ და გამოადგება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩემი საქმიანობა ყოველთვის ქართულ საქმეს ეხებოდა, ქართულ ინტერესებს. ვფიქრობ, დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ უსწრაფესად შეძლოს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მოამზადებს ჩვენს ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე.

ამიტომ, მე ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში. ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს.

„დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ ერთად, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად, შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge