png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

  • მსოფლიო
  • 26.06.2024
  • 11:57
ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამშაბათს, 25 ივნისს, ტელეფონით პირველად ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელოუსოვს.

ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა და დასძინა, რომ სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ბელოუსოვთან საუბრისას ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებისთვის მნიშვნელოვანია „საკომუნიკაციო არხების შენარჩუნება“. მინისტრებმა "გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე". კერძოდ, ბელოუსოვმა აღნიშნა „სიტუაციის შემდგომი ესკალაციის საფრთხე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით“.

რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც კრემლი ვაშინგტონს დაემუქრა ანექსირებულ სევასტოპოლზე უკრაინის არმიის სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.

„ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას საომარ მოქმედებებში, რის შედეგადაც რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, რა თქმა უნდა, შედეგები მოჰყვება - ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 24 ივნისს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული ATACMS რაკეტების გამოყენებით განხორციელდა და აშშ-ს ბრალი დასდო აღნიშნულ იერიშთან კავშირში.

ბრალდებების საპასუხოდ, პენტაგონმა განაცხადა: „უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებას სამიზნეებზე და ახორციელებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს“.

ბოლო სატელეფონო საუბარი პენტაგონის ხელმძღვანელსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს [იმ დროს - სერგეი შოიგუს] შორის 2023 წლის მარტში შედგა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge