png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კენიაში დემონსტრანტებს, რომლებმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

  • მსოფლიო
  • 26.06.2024
  • 12:00
კენიაში დემონსტრანტებს, რომლებმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გადასახადების გაზრდის ინიციატივას აპროტესტებდნენ, პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა დამათ წინააღმდეგ ცრემლსდენი გაზი გამოიყენა. შედეგად სულ მცირე ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. დაშავებულია ათობით პირი. იუწყება Reuters.

მომხდარის შემდეგ, კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოება მისი „უმაღლესი პრიორიტეტი“ იყო.

კენიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები თავიდან მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა 25 ივნისს ძალდობაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან განლაგებული  ბარიერები დაანგრიეს და რამდენიმე ადგილას ცეცხლი წაუკიდეს შენობას, გაანადგურეს ავეჯი. ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტის წევრებს გაქცევა სარდაფის გადასასვლელებიდან  მოუწიათ.

გვიან საღამოს ცეცხლი წაუკიდწეს და გაძარცვეს ნაირობის რეგიონული მთავრობის შენობაც.

გავრცელდა ცნობები მთავრობის შენობების, პარლამენტარების ოფისებისა და მანქანების გაძარცვისა და დაწვის შესახებ. ასევე მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართებოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ახალი საგადასახადო კანონის გასაპროტესტებლად , რომელიც სამშაბათს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

დეპუტატების ორმა მესამედმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა და დოკუმენტი ხელმოწერისთვის ქვეყნის პრეზიდენტს უილიამ რუტოს გადაეგზავნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge