png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ეს დადო კვლევამ - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 26.06.2024
  • 12:01
რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, ეს დადო კვლევამ - ნიკა მელია

რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“  განაცხადა.

მიმდინარეობდა კვლევა, ყველა პარტიასთან შეთანხმებული, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ლიდერობდნენ ამ პროცესში, რომ კვლევა ჩატარებულიყო და ჩვენ, ყველას გაგვეგო კვლევით მაინც, ანუ ემპირიულად, რა ცნობები მოვა - ერთიანი სია, ყბადაღებული, იმუშავებს თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები ახლა მუშავდება. ხვალ-ზეგ ეს ყველასათვის ცნობილი იქნება. დამკვეთი თუ გადაწყვეტს გაასაჯაროებს, თუ არა და ყველა პარტია ჩამოყალიბდება. მე მაქვს, რა თქმა უნდა ინფორმაცია, თუმცა, არ მაქვს უფლება, ამის გასაჯაროების. რა თქმა უნდა, ჩვენი, პარტია ახალის და სხვების პროგნოზი გამართლდა - ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად.

მაჩვენებლებზე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს ამის უფლება, უბრალოდ, შეუძლებელია მინიშნება არ მოგცეთ. რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო [კვლევამ] ძალიან მკაფიოდ და ეს არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი პარტიის მიერ. ჩვენთვის არ იყო ახირება, არ იყო აგდებული ქვა, რომელსაც თავი შევუშვირეთ, არა, ეს [ერთიანი ფორმულა] იყო ჩვენთვის წაგების ფორმულა. უდიდესი სხვაობა იდება რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი როდესაც უპირისპირდება ქართულ ოცნებას.

როგორც ჩანს, გახარიას პარტია იქნება ცალკე, ნაციონალური მოძრაობის პარტია არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია. ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობის ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის, მეც... გაძლიერებისთვის ერთადერთი გზა არის. მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი დღეს არიან ძალიან მჭიდრო პარტნიორები. 24-საათიან კომუნიკაციაში. ვისაც აქვს სურვილი, მიხეილ სააკაშვილთან დათო კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან იყვნენ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად, კი ბატონო... პარტია ახალი იქნება პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ. [...] 

გამიხარდება, რაც უფრო მეტი პროდასავლური პარტია გამსხვილდება სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე და ასე დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. როგორ, ვინ ვისთან, ვინ რატომ იმასთან არა და ვინ რატომ იმასთან, ეს ყველაფერი 8 ივლისამდე გაირკვევა", - განაცხადა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge