png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვაშინგტონში უკრაინის მხარდამჭერი ახალი დოკუმენტი გაფორმდა

  • მსოფლიო
  • 12.07.2024
  • 10:17
ვაშინგტონში უკრაინის მხარდამჭერი ახალი დოკუმენტი გაფორმდა

უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერებმა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა და უკრაინის პრეზიდენტმა გააფორმეს ახალი შეთანხმება Ukraine Compact. დოკუმენტს ხელი მოეწერა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, რომელმაც მუშაობა 11 ივლისს დაასრულა.

შეთანხმების მიღებისას სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდებას და წვრთნების ჩატარებას, რომელიც აუცილებელია რუსული ჯარების მოსაგერიებლად. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ დავეხმარებით ძალების და შესაძლებლობების შექმნას უკრაინის დასაცავად და შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, შეთანხმება მიღებულ იქნა იმის დასადასტურებლად, რომ თუ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება უკრაინას, ხელმომწერები მხარს დაუჭერენ უკრაინას. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე აქტიური მუშაობა მიმდინარე წელს გრძელდება, მაგრამ ეს შეთანხმებები არ ცვლის ნატო-ს წევრობას.

"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს მისი ლიდერობისთვის და ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველყოს ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ქმედებებით. არსებობს 23 ძლიერი შეთანხმება და იქნება შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან. ჩვენ გვაქვს ისტორიულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების შეთანხმება შეერთებულ შტატებთან", - თქვა მან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მთელი ეს სამუშაო ხელს უწყობს გრძელვადიანი ვალდებულებების მიღებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

სამხედრო დახმარება;

  დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები;

  წინსვლა F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემის საკითხში;

  თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება.

„უკრაინის შეთანხმება ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ეს უკრაინისა და ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge