png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირი არ ცნობს მადუროს ხელახლა არჩევას ვენესუელის პრეზიდენტად

  • მსოფლიო
  • 05.08.2024
  • 09:04
ევროკავშირი არ ცნობს მადუროს ხელახლა არჩევას ვენესუელის პრეზიდენტად

ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის ოფიციალური შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ქვეყნის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ, არ შეიძლება იყოს სანდო - ეს არის ევროკავშირის პოზიცია. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენესუელის საარჩევნო საბჭოს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია  საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოფიციალური ჩანაწერები (ოქმები), რომელიც დაადასტურებდა ნიკოლას მადუროს გამარჯვებას. ამასთან, ამ ოქმების გამოქვეყნებამდე, საბჭომ უკვე მადურო გამოაცხადა გამარჯვებულად.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების თვალსაზრისით ვენესუელაში ხმის მიცემის ორგანიზება შეუსაბამო იყო საერთაშორისო სტანდარტებთან.

"ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო ოქმების ასლები, მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, საპრეზინდეტო არჩევნებში მნიშვნელოვანი სხვაობით გამარჯვებულია ედმუნდო გონსალეს ურრიტია", - აცხადებს ბორელი.

ცოტა ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა არჩევნებში გამარჯვებულად „გადაულახავი სხვაობით“ ედმუნდო გონსალესი გამოაცხადა. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მოუწოდა ვენესუელის მთავრობას, დაიწყოს დისკუსიები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის, კანონმდებლობისა და ვენესუელის ხალხის სურვილის შესაბამისად.

ვენესუელაში საპრეზიდნეტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ, რომელიც მანამდე ქვეყანას ორი საპრეზიდენტო ვადით მართავდა, ამომრჩეველთა 51,2 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მათი დარბევა.

ოპოზიციის მტკიცებით, ხმების სამართლიანი დათვლით გონსალესს არჩევნები დაახლოებით 67 პროცენტით უნდა მოეგო. ამ მტკიცების მხარდასაჭერად, მადუროს ოპონენტებმა გამოაქვეყნეს ვენესუელაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების 80 პროცენტზე მეტი. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ მადუროს დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა.

3 აგვისტოს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს 2000 ადამიანი დააკავეს, დაღუპულია 20-მდე ადამიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge