png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის განცხადებით, უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში ასობით ადამიანი ტყვედ აიყვანეს - The Washington Post

  • მსოფლიო
  • 09.08.2024
  • 10:04
ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის განცხადებით, უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში ასობით ადამიანი ტყვედ აიყვანეს - The Washington Post

კურსკის რეგიონში სამდღიანი ბრძოლების დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასობით ადამიანი დაატყვევეს. ამის შესახებ The Washington Post-ს განუცხადა  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.

მრჩეველი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სუჯას გაზსაზომი სადგური, რომლითაც გაზი უკრაინის გავლით ევროპაში მიდის.

ის ფაქტი, რომ ეს სადგური უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშაა, 7 აგვისტოს დაწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ტელეგრამარხმა „რიბარმაც“.

The Washington Post-ის მიხედვით, რუსი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ბლოგერების განცხადებებზე დაყრდნობით, კურსკის რეგიონში შეტევაში მონაწილეობს დაახლოებით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი "ელიტური მოერიშე ბრიგადებიდან ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკისა და ტანკების გამოყენებით".

გამოცემა წერს, რომ  უკრაინის შეტევა აღმოჩნდა "უფრო წარმატებული, ვიდრე კიევში ბევრი ოფიციალური პირი  ელოდა".

ახლა კიევი სთხოვს ვაშინგტონს, დაუშვას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გამოყენება აეროდრომებზე თავდასხმისთვის, რომლებსაც რუსული ავიაცია იყენებს დარტყმების განსახორციელებლად.

როგორც კიევში მიიჩნევენ, ეს მათ საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ კონტროლი კურსკის რეგიონის ნაწილზე.

„ეს მოგცემს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ბერკეტს - აი, ამასია საქმე“, - ამბობს ზელენსკის მრჩეველი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და კრემლში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

უკრაინის ძალები კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში პოზიციები გაიმაგრეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა შეაჩერეს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა რუსეთის სიღრმეში კურსკის მიმართულებით.

თუმცა, რუსული სამხედრო ტელეგრამარხები ადასტურებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას რეგიონის სიღრმეში და უკვე ოკუპირებულია ქალაქ სუჯას გარეუბნები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge