png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს საგარეო უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 15.08.2024
  • 11:36
საქართველოს საგარეო უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

2024 წლის 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

„სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 16 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო შეჭრის შემდეგ. 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი.

ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის გამო. მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას, რუსეთის ეფექტური კონტროლი, და ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, იუსტიციის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინკორპორირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების – ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge