png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის - ენათმეცნიერი მარინა ბერიძე

  • სამართალი
  • 31.08.2024
  • 11:28
დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის - ენათმეცნიერი მარინა ბერიძე

დღეს ქართული ენა, საკონსტიტუციო სასამართლოში,  მოწმედ გამოდის - განაცხადა ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.

ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით წარსდგება და განმარტავს ტერმინ "უცხოს" მნიშვნელობას ქართულ ენაში.

ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ბერიძემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თანამშრომლის მიერ ტერმინ "უცხოს" განმარტებაზე.

"არა უშავს, ის არ არის პროფესიონალი და ვალდებული არ არის ახსნას ისე, როგორც ლინგვისტიკის პარამეტრებით და ცნებებით შეიძლება აღიწეროს, ეს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ მე შევეცდები, რომ სასამართლოს ეს ვუთხრა, როგორც ეს არის ჩემი დისციპლინური კათედრიდან, არაფერი მეტი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ენა არის სამყაროს მოდელი და ამ ენაში, როგორც სარკეში ისე აისახება ეროვნული შეხედულებები და ის, თუ როგორ არის კონცეპტუალიზებული ესა თუ ის ტერმინი, ცნება თვითონ ამ ენის მატარებელთა მიერ", - განაცხადა მარინა ბერიძემ.

შეგახსენებთ, "აგენტების კანონთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელების განხილვისას, მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინა კუპრავამ განაცხადა, რომ კანონში ტერმინი "უცხო" უარყოფითი კონტექსტით არ არის გამოყენებული, ამის სამაგალითოდ კი მოიყვანა გამოთქმები "უცხო ვარცხნილობა", "უცხო სამკაული" და ა.შ.

დღეს, 31 აგვისტო საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონზე" სარჩელებთან დაკავშირებით სხდომა განახლდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge