png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

  • მსოფლიო
  • 12.09.2024
  • 12:21
ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბაზირებულმა ნატო-ს თვითმფრინავებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული დრონები, რომლებიც არღვევენ მათ საჰაერო სივრცეს. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ კვირას ლატვიაში რუსული დრონები ჩამოვარდა.

ნატო-ს გამანადგურებლები პატრულირებენ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მას შემდეგ, რაც ისინი შეუერთდნენ სამხედრო ალიანსს 2004 წელს, რადგან სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ გააჩნია შესაბამისი საჰაერო ფლოტი.

„ნატო-ს თვითმფრინავები არა მხოლოდ უნდა პატრულირებდნენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, უნდა გაანადგურონ (რუსული) დრონები“, - განაცხადა ლიეტვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა ვილნიუსში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან დასძინა, რომ ეს მოითხოვს დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას.

მისი კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც შაბათს ლატვიაში რუსული დრონი ჩავარდა. ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ირანული წარმოების  Shahed-ი რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით.

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსული უპილოტო თვითმფრინავების საკითხს.

„მოვუწოდებთ მოკავშირეთა საბრძოლო თვითმფრინავების დაუყონებლივ გამოყენებისკენ მას შემდეგ, რაც დრონები ჩვენს საზღვრებთან დაფიქსირდებიან“, - თქვა რინკევიჩსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge