png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გერმანიაში ჩვენ ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და ა. შ. აქ კი საუბარია ომსა და მშვიდობაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ქართველსა და უცხოეთის აგენტზე, ეს არ არის ჯანსაღი - პეტერ ფიშერი

  • პოლიტიკა
  • 04.10.2024
  • 17:45
გერმანიაში ჩვენ ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და ა. შ. აქ კი საუბარია ომსა და მშვიდობაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ქართველსა და უცხოეთის აგენტზე, ეს არ არის ჯანსაღი - პეტერ ფიშერი

გერმანიაში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე - სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. აქ კი საუბარია ომსა და მშვიდობაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ქართველსა და უცხოეთის აგენტზე, რაც არ არის კარგი და არ არის ჯანსაღი, - ამის შესახებ  გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა "საარჩევნო კომპასის" პრეზენტაციაზე განაცხადა. 

"არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და ამომრჩეველი უნდა იყოს ინფორმირებული. სწორედ ამაში გეხმარებათ ეს ინსტრუმენტი, რომლის პრეზენტაციას [საარჩევნო კომპასი] დღეს ვახდენთ. მე ველაპარაკე ერთ ქართველ პოლიტიკოსს, რომელმაც ამიხსნა, როგორი იქნებოდა ჯანდაცვის პოლიტიკა მისი მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში და მე ეს მომეწონა, იმიტომ რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი საქართველოში კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს. 

მე მას ვკითხე, იქნებოდა თუ არა ჯანდაცვის პოლიტიკა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა და მან მიპასუხა, რომ არა. მთავარი იქნება ვინ არის რუსი და ვინ ევროპელი. ჩემი აზრით, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. გერმანიაში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე - სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. აქ კი საუბარია ომსა და მშვიდობაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ქართველსა და უცხოეთის აგენტზე, რაც არ არის კარგი და არ არის ჯანსაღი. 

მთავარი არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ კიდევ უფრო მთავარია კონსენსუსის შექმნა. პოლიტიკაში არ არის რთული, რომ იყო მართალი, რთული კომპრომისის პოვნაა. 

სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში პოპულისტური ტენდენციებია და პოპულიზმის მიზანია ყველაფრის გამარტივება და წარმოჩენა, როგორც არჩევანი შავსა და თეთრს შორის. ასე საზოგადოების პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ, არ არსებობს მარტივი გამოსავლები. 

როდესაც მე მივდივარ არჩევნებზე გერმანიაში, მე არ ვითხოვ, რომ ჩემს მიერ არჩეულმა მთავრობამ ჭეშმარიტების გზა მაჩვენოს და სამოთხე შექმნას. მე მინდა, რომ მათ მართონ სახელმწიფო გონივრულად მინიმუმ 4 წლის განმავლობაში. ასე რომ, ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია. ხმის მიცემა სუპერძალაა, რომელიც უნდა გამოიყენოთ", - განაცხადა ფიშერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge