png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რატომ უნდა შეიცვალოს საბურავები სეზონის შესაბამისად - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები

  • ბიზნესი
  • 10.10.2024
  • 17:00
რატომ უნდა შეიცვალოს საბურავები სეზონის შესაბამისად - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები

ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ამასთანავე, სწორად შერჩეული საბურავის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა იზრდება, რაც ავტომობილის ყოლას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

როდის უნდა შევცვალოთ საბურავები? – „თეგეტა მოტორსში“ განმარტავენ, რომ, როცა ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

 

ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „საბურავების სეზონურად ცვლილების აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი უსაფრთხოებაა. მაგალითად, ზაფხულის საბურავს დაბალ ტემპერატურაზე სიხისტე ემატება და მოჭიდების უნარი ეკარგება. რაც შეეხება ზამთრის საბურავს, ის ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანი ხდება.

კიდევ ერთი ფაქტორია საბურავის ექსპლუატაციის ვადის ხანგრძლივობა. სეზონური საბურავების ცვეთა ნაკლებია, შესაბამისად, ექსპლუატაციის ვადა და გამძლეობა - გაცილებით მაღალი. ეს კი ავტომობილის ყოლას უფრო ეკონომიურს ხდის“.

საბურავების სეზონურობის დადგენა და კლასიფიცირება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციითაა შესაძლებელი.

ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ზოგიერთ საბურავს გვერდითა კედელზე მითითებული აქვს M+S აბრევიატურა. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ეს განსაზღვრავს საბურავების სეზონურობას და შესაძლებელია მისი ყველა სეზონსა და ყველანაირ გზის საფარზე გამოყენება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. M+S აბრევიატურა არ განსაზღვრავს საბურავის სეზონურობას, მიუხედავად იმისა, რომ იშიფრება, როგორც ტალახი+თოვლი. ეს აბრევიატურა შეიძლება, ეწეროს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრისა და ყველა სეზონის ტიპის საბურავს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი“.

ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე. წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა უფრო ბიუჯეტურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამით გამოიხატება მისი ეკონომიურობა.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge