png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

  • საზოგადოება
  • 15.10.2024
  • 14:11
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 15-17 ოქტომბერს, სერბეთში, ქალაქ ბელგრადში იმართება.  აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე განიხილება ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები, ასევე, ევროპული კავშირის გაფართოების მიზნები და შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში არსებული სტრატეგიული კომიტეტისა და საუკეთესო პრაქტიკის კომიტეტის წევრია.

ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop - ის  საბჭო 11 წევრისგან შედგება. ასამბლეაზე, საქართველოსთან ერთად, საბჭოს წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.

ევროპის საფოსტო ასოციაცია PostEurop აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 54 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge