png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

  • მსოფლიო
  • 23.10.2024
  • 11:29
ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც კრემლში განაცხადეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გაერო-ს გენერალური მდივანი განიხილავენ მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობას, ახლო აღმოსავლეთის კრიზისს და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას. გუტერეშის ოფისს გუშინდელ დღემდე არ დაუდასტურა მისი ვიზიტი ყაზანში.

ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შექმნილი გაერთიანების ლიდერთა სამიტი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ოქტომბერს დასრულდება.

ყაზანის სამიტს BRICS-ი წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა ესწრება ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტირეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი..

BRICS-ი 2006 წელს  ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა დააფუძნეს. მათ 2010 წელს შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში მიიწვიეს ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის უფრო მდიდარი ქვეყნების ალტერნატივისთვის, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების მიზნით შეიქმნა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge