png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“

  • ბიზნესი
  • 23.10.2024
  • 19:00
ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“

ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზამთარში, როდესაც გზის საფარზე მოჭიდების პრობლემა იჩენს თავს.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდების, ATE-ს, TRW-სა და BOSCH-ის, სამუხრუჭე სისტემებს, რომლებიც ცნობილია მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოების გარანტიით. წარმოების დროს გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს ხუნდებისა და დისკების ხანგრძლივ მუშაობას.

პრემიუმ ხუნდებისა და დისკების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შექმნილია ცვეთისადმი გამძლეობით, რაც მათ უფრო ეკონომიურსა და ხანგრძლივად გამოყენებადს ხდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის კარგი მოჭიდება და დამუხრუჭების ეფექტიანობა - უფრო მოკლე მანძილი, რაც რთულ ან მოყინულ გზებზე გადამწყვეტია.

ATE - გერმანული, წამყვანი პრემიუმ ბრენდი, რომელიც აწარმოებს არა მხოლოდ ეკომეგობრულ სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებს, არამედ - მთლიანად სამუხრუჭე სისტემებს. ერთ-ერთი საუკეთესოა და გათვლილია სპორტულ ავტომობილებზე. გამოირჩევა სიხისტით და ორიენტირებულია სამუხრუჭე მანძილის შემცირებაზე, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სპორტული ავტომობილების შემთხვევაში ექცევა.

TRW - უფრო მეტად გათვლილია კომფორტულ გადაადგილებაზე, აქვს ეფექტიანი მუხრუჭი და აკმაყოფილებს ავტომწარმოებლის მიერ მოთხოვნილ ყველა კომპონენტს, კერძოდ, დამუხრუჭების დროს არ გამოსცემს ხმას, საჭეზე არ გადასცემს ვიბრაციას და არის ეკომეგობრული - თავის პროდუქციაში არ იყენებს გარემოსთვის მავნე პროდუქტებს.

BOSCH - ამ ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა გამძლეობითა და უმაღლესი ხარისხით და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გიგანტებს შორის. არის ძალიან საიმედო და ეფექტიანი.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს, არამედ - მაღალპროფესიონალურ სერვისს, რაც უზრუნველყოფს მძღოლის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

პროფესიონალური დიაგნოსტიკა - თეგეტას სერვისცენტრებში შეგიძლიათ, მიიღოთ სრული სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს ხუნდებისა და დისკების მდგომარეობის შემოწმებას, სამუხრუჭე სითხის დონის განსაზღვრასა და სხვა დეტალებს.

სამუხრუჭე სისტემის მონტაჟი და მომსახურება - თეგეტას გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ პრემიუმ სამუხრუჭე სისტემების მონტაჟს, რაც უზრუნველყოფს მუხრუჭების სრულყოფილად ფუნქციონირებას. სერვისი მოიცავს ხუნდებისა და დისკების ზუსტ რეგულირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური მოჭიდება და დამუხრუჭების ეფექტიანობა.

სამუხრუჭე სითხის რეგულარული შემოწმება - სამუხრუჭე სითხის დროული შემოწმება და შეცვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე. თეგეტა გთავაზობთ სამუხრუჭე სითხის პროფესიონალურ შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლას.

 --

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge