png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 07.11.2024
  • 10:35
„ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა

6 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ გაიმართა გამა ნაიფ ესპრიტის (Gamma Knife Esprit) ოფიციალური პრეზენტაცია. გამა ნაიფი (Gamma Knife) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და უსისხლო რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტს.

„ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მკურნალობის ეს ყველაზე თანამედროვე მეთოდი დანერგა. გამა ნაიფის (Gamma Knife), მისი უნიკალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო შედეგების გამო, მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ირჩევენ. ამ რადიოქირურგიული მეთოდით წელიწადში 90 000-მდე პაციენტი იკურნება.

გამა ნაიფით (Gamma Knife) მკურნალობენ:

  • თავის ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნეებს:
  • თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
  • ტვინის არტერიოვენურ მალფორმაციას;
  • ნებისმიერ სიმსივნეს, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციაზე;
  • ეპილეფსიის განსაზღვრულ ფორმებს;
  • ესენციურ ტრემორს.

პროცედურის დროს რადიაქტიური სხივები კონად იკრიბება და დაზიანებული ქსოვილისკენ მიემართება მის გასანადგურებლად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხივები არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს.

გამა ნაიფით (Gamma Knife)  მკურნალობის უპირატესობები:

  • არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც არ მოითხოვს განაკვეთს, შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალაზე;
  • მინიმალურია ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი;
  • მკურნალობა სრულდება ერთ სეანსში;
  • პაციენტთა უმრავლესობა შინ ბრუნდება პროცედურიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის.

გამა ნაიფი (Gamma Knife) - ვისაც ყველაზე ძვირფასს, გონებას ანდობ!

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე;

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხელ სარჯველაძე;

„ავერსის კლინიკის“ დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე;

Gamma Knife-ის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი;

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები;

მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები;

ჰოლდინგ „ავერსის“ წარმომადგენლები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge