png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ნათია მეზვრიშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.11.2024
  • 16:24
ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ნათია მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას.

მეზვრიშვილი ამბობს, ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სიასა და ხმის მიცემის აპარატებში არსებულ ინფორმაციას შეეუმოკლეს ვადაში არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. 

მეზვრიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია  ცესკო-ს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით დაადგინოს, რომ თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა და ამ გზით შეეცადოს ყალბი ლეგიტიმაციის მოპოვებას. 

„ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას. სხვა სახელი ვერ დაერქმევა 17 დღის განმავლობაში მტკიცებულებების დამალვას და შემდგომ ცესკოს კარნახით იმ პროკურატურის მიერ მათ გატაცებას, რომელსაც არც ერთი მძიმე საარჩევნო დანაშაული ამ დრომდე არ გამოუძიებია. 

ამ მტკიცებულებებს უმოკლეს ვადაში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. როგორც კი ეს მოვითხოვეთ 29 ოქტომბერს, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს ყალბი გამოძიება დაიწყო. ხოლო როგორც კი 1 ნოემბერს სასამართლოს მივმართეთ მტკიცებულებების გადაუდებლად დაცვის მოთხოვნით, 1 ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოში არსებული მტკიცებულებები დააყადაღა. 

სასამართლომ კი უარი გვითხრა სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ წაიღო. 

პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების კვალიფიკაცია და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას დასმული კითხვები ცალსახად ადასტურებს, რომ პროკურატურას არჩევნების სისტემური გაყალბების ობიექტური გამოძიების ინტერესი არ აქვს. „ოცნების“ მიზანია მისი მორჩილი ინსტიტუტების - ცესკოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით დაადგინოს, რომ თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა და ამ გზით შეეცადოს ყალბი ლეგიტიმაციის მოპოვებას. 

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა გაყალბებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის საკმარისი საფუძველი გახდეს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge