png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? დაავიწყდათ? – ირაკლი ქადაგიშვილი პეტერ ფიშერზე

  • პოლიტიკა
  • 15.11.2024
  • 15:58
კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? დაავიწყდათ? – ირაკლი ქადაგიშვილი პეტერ ფიშერზე

კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? ეს ამბავი დაავიწყდათ?, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X -ზე გამოქვეყნებულ პოსტს. ფიშერი წერს: „სამწუხაროდ, საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და საქართველოში ზოგიერთი მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“.

„კარგად უნდა იცოდეთ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერ შუაშია. ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიმამაცე, პატრიოტიზმი ეყო, მეორე ფრონტი არ გაეხსნა, როცა შეიძლება, საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დამდგარიყო. ეს არის ერთადერთი მიზეზი, ამის გამო იყვნენ მოწადინებული, ხელისუფლება შეეცვალათ, რაც არ გამოუვიდათ და გაბრაზებული არიან. ამ გაბრაზების მიზეზებს პირდაპირ ვერ იტყვიან. ამიტომ ხან არჩევნები გაყალბდაო, ამბობენ და ხან სხვა რაღაცას მოიფიქრებენ ხოლმე, ყოველგვარი არგუმენტისა და კონკრეტიკის გარეშე.

კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? ეს ამბავი დაავიწყდათ? ევროკავშირმა საქართველოში ერთი სერიოზული ინვესტიცია განახორციელოს – არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ეკონომიკა არსებობს. სამხედრო პროექტები, რაც კეთდებოდა, კეთდებოდა იმისთვის, რომ ისევ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში მომსახურებოდა მათ ინტერესებს, როდესაც იქ თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ და ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge