png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"საქართველო უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

  • კომენტარები
  • 01.12.2024
  • 02:16
"საქართველო უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან.

"საქართველო უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან. დაიღალა  ქვეყანა ამათი მდაბიო ტყუილებისგან, ამათი თაღლითური ტრიუკებისგან, კრემლის კაბინეტებში  მოფიქრებული  და ამათი შესრულებული სიბოროტისგან, ამათი პროვინციალიზმისგან და მდაბიო ვაჭრობისგან. რამდენი წელია უკვე, როგორც მდაბიო ჯალათები ფსიქოლოგიურად აწამებენ ხალხს. სისტემატიურად და მიზანმიმართულად აკეთებენ რაღაც წარმოუდგენლად ცუდს, დამთრგუნველს, ქვეყნისთვის და მისი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელს. თან ისე ჯალათურად, რომ ერთი ფსიქოლოგიური სტრესისგან არაა ჯერ გამოსული ხალხი, რომ მეორეს და მესამეს უმატებენ. თითქოს უნდათ, რომ ბოლომდე მოსპონ და მოშალონ ყველანაირი ღირსება და ეროვნული მუხტი. თქვენ მართლა თქვენი ფერმა ხომ არ გგონიათ ეს ქვეყანა, თქვე თავხედებო? ამაზრზენია და აუტანელია უკვე ყურება თუ როგორ თავხედურად ვაჭრობენ ქვეყნის და ხალხის ბედით ისე, თითქოს საკუთარ ბაზარში იყვნენ. მორჩა, ხალხი ამას აღარ აიტანს. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ თავი უნდა დაანებოს საქართველოს. წადით, შეგვეშვით და გადაიკარგეთ. ისტორია თქვენს შესაფერ, მოღალატის  სახელს დაგარქმევთ ძალიან მკაცრად. თქვენ 12 წელია ზიანის მეტი არაფერი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს. იქნებ ღმერთმა შეგინდოთ, თუ გაიაზრებთ, რაც ჩაიდინეთ, ერი კი თავად გამოგიტანთ განაჩენს!" წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge