png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აშშ-მა დატოვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო

  • მსოფლიო
  • 05.02.2025
  • 09:21
აშშ-მა დატოვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო

4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) დატოვებას, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA) დაფინანსების შეჩერების გახანგრძლივებასა და გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) მონაწილეობის გადახედვას.

"მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გაერო-ს დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ ახლა ის ვერ ამართლებს ამ პოტენციალს. ის არც თუ ისე კარგად იმართება და თავის საქმეს არ აკეთებს“. - თქვა დონალდ ტრამპმა დოკუმენტზე ხელმოწერისას.

UNRWA-ს აშშ-ის დაფინანსება 2024 წლის იანვარში  ჯო ბაიდენის დროს მას შემდეგ შეუწყდა, რაც ისრაელმა სააგენტოს 12 თანამშრომელი დაადანაშაულა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმაში მონაწილეობაში.

აშშ-ის შემდეგ, ათზე მეტმა განვითარებულმა ქვეყანამ შეაჩერა UNRWA-ს დაფინანსება, კერძოდ, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ.

კანადამ, შვედეთმა და იტალიამაც გააუქმეს, მაგრამ მოგვიანებით განაახლეს დაფინანსება.

მანამდე შეერთებული შტატები იყო UNRWA-ს უმსხვილესი დონორი, რომელიც ყოველწლიურად 300-400 მილიონ დოლარს აწვდიდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge