png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მზია ამაღლობელი კლინიკიდან ციხეში დაბრუნებას ითხოვს

  • სამართალი
  • 05.02.2025
  • 15:29
 მზია ამაღლობელი კლინიკიდან ციხეში დაბრუნებას ითხოვს

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს. ინფორმაციას "ბათუმელები" ამაღლობელის ადვოკატ ჯუბა ქათამაძეზე დაყრდნობითა ავრცელებს.

ჯუბა ქათამაძის თქმით, "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ამაღლობელს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გადაწყდება, როდის დააბრუნებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შიმშილობის 25-ე დღეა და რა თქმა უნდა, შესუსტებულია. აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს. აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს იმით, რითაც შეუძლია. ხილულად, რაც მე შეიძლება შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. „ვივამედში“ ჩაუტარდა გარკვეული სახის კვლევები. შევხვდი ექიმებს და როგორც მითხრეს, რაღაც განსაკუთრებული პრობლემები ჯერჯერობით არ არის ანალიზებში", - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

მისი თქმით, დაცვის მხარეს გადმოეცა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების შედეგები და მას სხვა ექიმებთანაც გადაამოწმებენ.

"მზია ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავის თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. მისი თხოვნაა, შიმშილობა შეწყვიტოს ყველა ადამიანმა, ვინც მზიას სოლიდარობისთვის შიმშილობს. მხოლოდ და მხოლოდ ეს ამძიმებს მას. ასევე მითხრა, რომ ის ცინიკური განცხადებები, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან ესმის მის შიმშილობაზე, უფრო მეტად ძალის მიმცემია მისთვის, რომ შიმშილობა გააგრძელოს. ჩვენ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა გვიწევს პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ და დასძინა, რომ მზია ამაღლობელის თხოვნაა, მისი შიმშილობა არ იყოს წინა პლანზე.

"დღეს მოითხოვა, დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ დარჩენა არ უნდა. როგორც ზურა ჩხაიძემ მითხრა, განმეორებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, შემდეგში გადაწყდება, როდის გადაიყვანენ პენიტენციურში", - დასძინა ადვოკატმა.

მზია ამაღლობელი 25 დღეა შიმშილობს. ის კვლევებისთვის "ვივამედში" გუშინ, 4 თებერვალს გადაიყვანეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge