png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები - თებერვლის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • ბიზნესი
  • 13.02.2025
  • 17:43
საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები - თებერვლის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაფერისით ჩაანაცვლოთ, შეამოწმოთ აკუმულატორი, შეცვალოთ ზეთი და ასე შემდეგ. „თეგეტა მოტორსი“ საკუთარ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით და ავტომობილი ცივი სეზონის შესაბამისად აღჭურვოს.

თებერვლის ბოლომდე ყველა ფილიალში, ზამთრის საბურავის  შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს 50%-იან ქეშბექს, თანხა ქულების სახით თეგეტა ქარდზე დაბრუნდება. რაც შეეხება Tegeta Shop-ს, ზამთრის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

განსაკუთრებული შეთავაზება ვრცელდება აკუმულატორზეც, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. თეგეტას ფილიალებში ENERGIZER-ისა და MONBAT-ის აკუმულატორებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო Tegeta Shop-ზე, აღნიშნული ორი ბრენდის გარდა, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ ასევე  EXIDE-ის, FIAMM-ისა და MACPOWER PREMIUM-ის აკუმულატორებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აკუმულატორი, ისევე როგორც საბურავი, უსაფრთხო გადაადგილებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხო მგზავრობა და მათი ინფორმირება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. წლებია, რაც ამ მიმართულებით არაერთ კამპანიასა თუ აქტივობას ვახორციელებთ. ვცდილობთ, მუდმივად ინფორმირებული გვყავდეს ავტომფლობელები იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა ექსპლუატაციაგასულმა საბურავმა, აკუმულატორმა, ზეთმა თუ სხვა დეტალმა შეუქმნათ. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუდმივად აკონტროლონ ავტომობილის მდგომარეობა, არაერთ აქციას ვთავაზობთ. შესაბამისად, თებერვალში, როდესაც ტემპერატურა ისევ მინუს ნიშნულზეა, მათთვის არაერთ სეზონურ პროდუქტზე სხვადასხვა შეთავაზება მოვამზადეთ, რომლით სარგებლობაც როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე Tegetashop.ge-ზეც შეუძლიათ“.

აღსანიშნავია ის, რომ ავტომობილით გადაადგილებისას, საბურავი უშუალოდ გზის სავალ ზედაპირს ეხება და უსაფრთხო გადაადგილება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილება, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.

ცივ სეზონზე ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე შემცირებულია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს აკუმულატორის ადგილზე მიტანასა და მონტაჟს. ამასთანავე, თუ მომხმარებელი ახალი აკუმულატორის შეძენისას ძველს ჩააბარებს, კომპანიისგან ფასდაკლებას მიიღებს.  ძველი აკუმულატორი კი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობით, გადამმუშავებელ ქარხანას გადაეცემა და მასალების 99% გადამუშავდება, რაც გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.

აკუმულატორებისა და საბურავების გარდა, „თეგეტაში“ სპეციალური ფასდაკლებებია პრემიუმ ბრენდის ზეთებზე. ფილიალებში 4+1 შეთავაზებები ვრცელდება SHELL-ის, MOTUL-ის, MOBIL-ისა და PETRONAS-ის პროდუქციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ყოველ შეძენილ 4 ლიტრზე მეხუთეს საჩუქრად მიიღებს. Tegeta Shop-ზე კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ზეთების სრულ ასორტიმენტზე. ზეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის იცავს ძრავას და უზრუნველყოფს ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებას. მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ავტომობილის მიერ გავლილ მანძილს და ყოველი 8000-10000 კმ-ის შემდეგ უნდა შეცვალოს ძრავის ზეთი. ამასთანავე, რეკომენდაციების მიხედვით, ძრავის ზეთთან ერთად, სასურველია, შეიცვალოს სალონისა და ჰაერის ფილტრები. აღსანიშნავია, რომ Tegeta Shop-ზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს  ავტონაწილებზეც.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge