png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელშიც 40-50 წლის შემდეგ ჩაიხედავენ და ეცოდინებათ, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში - წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 13.02.2025
  • 14:49
უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელშიც 40-50 წლის შემდეგ ჩაიხედავენ და ეცოდინებათ, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში - წულუკიანი

"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" ხელმძღვანელი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კომისიის მიზანია, შეიქმნას დოკუმენტი, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში.

"დრო გადის, ახალგაზრდები სრულწლოვანდებიან, ჩნდება ახალი თაობა და არაერთ ჩვენგანს შეგვხვედრია უკვე მოქალაქე, ქართველი, სრულწლოვანი, რომელიც 12 წლის წინ იყო სრულიად პატარა. მან არ იცის, რასაც ვუყვები. ჰგონია, რომ ზღაპრის რომელიღაც წიგნში წაიკითხე და რაღაც ბოროტ ზღაპარს უყვები. ამ დასკვნით ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, რომ შევმატოთ ისტორიას შტრიხები. ამიტომ მეთოდი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული მუშაობა და არა რაღაც შეფასებითი. მე პოლიტიკურად ვინ მიყვარს და ვინ არ მიყვარს, ამაზე არ არის საუბარი, ეს უნდა გადავდო გვერდზე, ისევე როგორც თქვენ და ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. ნებისმიერი ახალგაზრდა, თუ მომავალი ახალგაზრდა და სრულწლოვანი გადაშლის, 30, 40, 50 და მეტი წლის შემდეგ ჩაიხედავს და ეცოდინება, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. ეს არის მთავარი. ამიტომ, მოქალაქეებსაც მივმართავ, ფაქტები არის მნიშვნელოვანი და თუ გადაწყვეტთ, რომ მოგვმართოთ კომისიას, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია წარმოადგინეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge