png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

  • მსოფლიო
  • 12.03.2025
  • 10:54
 გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელმაც დაჯაბნა მოქმედი მემარცხენე კოალიცია.

Demokraatit-მა, რომელიც დანიისგან ნელი ტემპებით გამოყოფის მომხრეა, ხმების 29.9% მიიღო. მას მოსდევს ოპოზიციური პარტია Naleraq, რომელიც დანიისგან სწრაფად გამოყოფას ემხრობა. პარტიამ ხმების 24.5% დააგროვა.

"ხალხს ცვლილებები სურს.. ჩვენ გვსურს მეტი ბიზნესი ჩვენი კეთილდღეობის დასაფინანსებლად", - თქვა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, Demokraatit-ის ლიდერმა, მრეწველობისა და მინერალების ყოფილმა მინისტრმა.

"ჩვენ არ გვინდა ხვალვე დამოუკიდებლობა, ჩვენ გვსურს, შევქმნათ კარგი საფუძველი ამისთვის", - დასძინა მან.

ახლა Demokraatit-ის ლიდერი დაიწყებს მოლაპარაკებებს სხვა პარტიებთან, რათა შეეცადოს სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას.

მმართველმა პარტიამ Inuit Ataqatigiit-მა და მისმა პარტნიორმა Siumut-მა, რომლებიც ასევე დანიისგან ნელი ტემპებით გამოყოფას ემხრობიანთ, ერთობლივად ჯამში 36% მოიპოვეს.

"ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების შედეგს," - თქვა პრემიერ-მინისტრმა მუნე ეგედემ და დასძინა, რომ ის მოისმენს ნებისმიერ წინადადებას კოალიციის შესახებ მოლაპარაკებებში.

იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გრენლანდია - დანიის ავტონომიური ტერიტორია - შეერთებული შტატების ნაწილი გახდება, "რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ს უსაფრთხოების ინტერესებისთვის". გრენლანდიის მოსახლეობის უმეტესობა უარყოფს ტრამპის იდეას.

მსოფლიოს უდიდეს კუნძული მხოლოდ 57 000 ათასი მაცხოვრებლით, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან კუნძულზე ყინულის დნობა უფრო ხელმისაწვდომს ხდის მის მინერალებით მდიდარ ნიადაგს. ამავე დროს, ჩნდება ახალ სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობა.

გრენლანდია დანიის შემადგენლობაში 1953 წლიდან. 1979 წელს კუნძულმა გარკვეული ავტონომია მოიპოვა, რამაც შესაძლებელი გახადა პარლამენტის ჩამოყალიბება, თუმცა კოპენჰაგენი აკონტროლებს საგარეო, თავდაცვისა და მონეტარულ პოლიტიკას. ამასთან, წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის სახსრებს გამოყოფს კუნძულის ეკონომიკისთვის.

2009 წელს გრენლანდიამ მოიპოვა დანიისგან სრულად დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება რეფერენდუმის გზით, თუმცა ასეთი რეფერენდუმი ჯერ არ ჩატარებულა, რადგან გაჩნდა შეშფოთება, რომ დანიის ეკონომიკური მხარდაჭერის გარეშე, მკვეთრად შემცირდებოდა ცხოვრების დონე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge