png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა

  • საზოგადოება
  • 21.03.2025
  • 16:02
„თეგეტა ჰოლდინგი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მხარდამჭერი გახდა და საკუთარ წვლილს შეიტანს დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაში.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და პროფესიონალ ხელოვანებს აერთიანებს. თეატრის მიზანია, სცენით დაინტერესებულმა დაუნის სინდრომისა და სხვა საჭიროებების მქონე პირებმა თავიანთი თავი სამსახიობო ხელოვნებაში გამოცადონ.

თეატრისთვის, რომელიც თბილისის გარდა, აქტიურად მართავს წარმოდგენებს სხვადასხვა რეგიონში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გასტროლების დროს გადაადგილებაა. სწორედ ამიტომ  „თეგეტა“ დასს ამ მიმართულებითაც გაუწევს დახმარებას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამის ნაწილია ის სხვადასხვა პროექტი, რომლებიც დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად განვახორციელეთ. რაც შეეხება „აზდაკის ბაღს“, მათ მხარდაჭერა გასულ წელსაც გავუწიეთ, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, გაგვეფართოებინა ეს თანამშრომლობა და დასის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ. 

ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ამ არაჩვეულებრივი დასის სპექტაკლები, მეტი კავშირი გაჩნდეს ჩვენ შორის და, საბოლოოდ, წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი და ინკლუზიური გარემოს შექმნაში. გარდა ამისა, "აზდაკის ბაღი“ ჩვენი  დონაციის პლატფორმაზე, Tegeta care-ზეც განვათავსეთ და საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მივეცით“.

დაუნის სინდრომისა და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირების თეატრით გაერთიანების იდეა რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს 2015 წელს დაებადა. რეპეტიციები მან ნაქირავებ სარდაფში დაიწყო და

პირველი სპექტაკლი - „ბოშები“ -  მზიურის ამფითეატრში წარმოადგინა. 2015 წლის შემდეგ ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“ 10-მდე სპექტაკლი დადგა.

ბაჩო გაბრუაშვილი, ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი: „თეატრის შექმნის იდეა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში მუშაობისას დამებადა, სადაც სპექტაკლი დავდგი და ახალგაზრდების ენთუზიაზმი დავინახე. ჩვენი დასის წევრებისთვის აბსოლუტურად ყველაფერია ეს თეატრი. თეატრი შშმ პირებს, საკუთარი თავისა და მომავლის რწმენასთან ერთად, განათლების არაფორმალური გზით მიღების საშუალებასაც აძლევს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გარეთ გავიდნენ, აქტივობებში ჩაერთონ, ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველანი ვზრუნავთ ამ ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემაზე. ამ პროცესში ნებისმიერი დახმარება ძალიან ღირებულია ჩვენთვის“.

რეგიონების პარალელურად, „აზდაკის ბაღი“ ხშირად მართავს წარმოდგენებს თბილისის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ბოლო ნამუშევრით - ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული Hellados-ით - დასმა უკვე მოიარა დედაქალაქის არაერთი სკოლა. „აზდაკის ბაღის“ რეჟისორი ამბობს, რომ მოსწავლეები ცნობენ და უმეგობრდებიან დასის წევრებს.  

„აზდაკის ბაღს“ საკუთარი შენობა ამ ეტაპზე არ აქვს. თეატრი აკაკი ხორავას სახელობის სახლში გადის რეპეტიციებს. აქ დაიდგა Hellados-იც, რომელსაც ინტეგრირებული თეატრის მაყურებელი მიმდინარე კვირაში გორსა და ქუთაისში ნახავს. 

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge