png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბატონ გახარიასაც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, ბრიუსელის ბიუროკრატებს ეხვეწებოდნენ, ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოსთან - ლევან მაჭავარიანი

  • პოლიტიკა
  • 28.03.2025
  • 15:37
ბატონ გახარიასაც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, ბრიუსელის ბიუროკრატებს ეხვეწებოდნენ, ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოსთან - ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასაც მოუწევს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ „ტვ პირველის“ ეთერში არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა.

"ყველა პარტიას ექნება იმის საშუალება, ახსნან, რომ არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდებათ. ბოლოს გახარიას განცხადებები ვიხილეთ, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოვადგენთო. რა ვიცი, ერთ მაგიდასთან სხედან და ერთად აყალიბებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ გახარიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მეტი პარტნიორობა რა უნდა იყოს? ასევე, გახარიამ რამდენიმე თვის წინ „ტვ პირველის“ ეთერში ძალიან არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა, რომ მათი პირველი ფაზა იყო, რომ 20 იანვრამდე რევოლუციით უნდა ჩაენაცვლებინა „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ გამოუვიდოდათ, შემდეგი ფაზა იყო თამაშში ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია შემოეყვანა. მოუწევს ბატონ გახარიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოთხივე პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა წერილი, სადაც ბრიუსელის ბიუროკრატებს ეხვეწებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა, შეეჩერებინათ საქართველოსთან, ასევე ყველანაირი დახმარება „ენჯეო“ სექტორთან გადაემისამართებინათ, გაეუქმებინათ ვიზიტები, არანაირი შეხვედრები არ ყოფილიყო, ასე ღიად ითხოვენ საქართველოს დასანქცირებას და არ ვიცი, ახსნან ეს ყველაფერი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამას ობიექტურ ახსნას მოუძებნიან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge