png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობის, ეროვნული ღირსების სიმბოლო, საქართველო შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე - მიხეილ ყაველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 31.03.2025
  • 11:09
31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობის, ეროვნული ღირსების სიმბოლო, საქართველო შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე - მიხეილ ყაველაშვილი

31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, საქართველო შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.

„დღეს აღვნიშნავთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს. 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის შეკითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ – ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად და მკაფიოდ განაცხადა თანხმობა. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი საქართველოს საუკუნოვანი ოცნების – თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისა და მშენებლობის გზაზე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიული პროცესის მთავარი ფიგურა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გახლდათ, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. საქართველო შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე. დიდება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge