png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Bentley Exhibitions - ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა

  • ბიზნესი
  • 07.04.2025
  • 17:15
Bentley Exhibitions - ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა

Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართველი არტისტის, მაკო ლომაძის გამოფენას მასპინძლობს. მხატვარი პირველია, რომლის შემოქმედებაც პროექტის - Bentley Exhibitions-ის ფარგლებში აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში გამოიფინა. შოურუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს თანამედროვე ქართველი არტისტების გამოფენების სერიას. დამთვალიერებელი გაეცნობა თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავ ნიმუშებს, რომლებსაც Bentley-სთან მთავარი მახასიათებელი - სრულყოფილებისკენ სწრაფვა აკავშირებს.

მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენის კონცეფცია ბუნებისა და ხელოვნების შერწყმას ეფუძნება. გამოფენა ორ სერიას აერთიანებს, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის, თვითრეფლექსიის თემატიკას მოიცავს. მხატვარი იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი ნამუშევრები მდიდარია სიმბოლიზმებით.

მაკო ლომაძე, არტისტი: „ჩემთვის ნამუშევარი მხოლოდ ვიზუალური ობიექტი არ არის. ის არის უხილავი კავშირი შემოქმედსა და მნახველს შორის. ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე ეხება შინაგან თვითრეფლექსიასა და გარე სამყაროს დაკვირვებას შორის დიალოგს. ვმუშაობ პირად გამოცდილებებზე და უფრო ფართო ეგზისტენციალურ თემებზე, რომელთა ვიზუალურ ენად გარდაქმნა ჩემთვის თვითგამოხატვის ყველაზე ორგანული საშუალებაა. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი სერია: Point Nemo და Land of Invisible Bugs. Point Nemo, როგორც დედამიწის ყველაზე შორეული წერტილი, გამოხატავს იზოლაციის პარადოქსს – ერთდროულად სიმარტოვესა და თვითშემეცნების შესაძლებლობას. Land of Invisible Bugs კი იკვლევს იმ უხილავ ძალებს, რომლებიც ჩვენს რეალობას ქმნის. Bentley-სთან თანამშრომლობა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის. მათი ელეგანტურობისა და სრულყოფილების კოდებთან ჩემი ნამუშევრების დიალოგმა საშუალება მომცა, ხელოვნება ახალ, დინამიკურ კონტექსტში წარმომედგინა“.

Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რაც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს გულისხმობს. ბრენდის შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერიაა.

სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. ბრენდისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები მათთვის მაღალი მატერიების გაზიარების გზით.

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის საქართველოში ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს დაეთმობა.   

ჩვენ უკვე ვმასპინძლობთ პირველ გამოფენას, რომელიც ახალგაზრდა არტისტის  მაკო ლომაძის ნამუშევრებს ეთმობა. მაკო წარმატებული არტისტია და მის ნამუშევრებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია გლობალურ ბაზარზე. ეს ნამუშევრები თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას.

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი თითოეული გამოფენა ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება. მათ შორისაა მდგრადობის საკითხიც, რაც Bentley-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავაცნოთ ბრენდის ხედვა, ამის ერთ-ერთ ინსტრუმენტად კი ხელოვნება ავირჩიეთ“.

მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა 14 მარტს გაიხსნა და ვიზიტორებს 15 მაისამდე უმასპინძლებს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi  ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge