png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ეს ეუთო-ს გენერალური მდივნის რუტინული პირველი ვიზიტია წევრ ქვეყნებში, არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით - თაზო დათუნაშვილი

  • პოლიტიკა
  • 23.04.2025
  • 15:00
ეს ეუთო-ს გენერალური მდივნის რუტინული პირველი ვიზიტია წევრ ქვეყნებში, არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით - თაზო დათუნაშვილი

ესაა ეუთო-ს გენერალური მდივნის რუტინული პირველი ვიზიტი წევრ ქვეყნებში, რომელიც არის ტექნიკური მოვლენა. ამაზე თქმა, რომ რაიმე ფორმით არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაცია, ძალიან უბადრუკი არგუმენტია. არაფრის მომცემი არ არის ამ თვალსაზრისით ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეუთო-ს გენერალური მდივანი არის კონსენსუსის წესით არჩეული პირი. ეუთო-ს წევრები დღემდე არიან რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და ა.შ. არჩეული არის 2024 წლის დეკემბერში, შესაბამისად, ეს არის მისი რუტინული პირველი ვიზიტი წევრ ქვეყნებში, რომელიც არის ტექნიკური მოვლენა. ამაზე თქმა, რომ ეს რაიმე ფორმით არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაცია, ძალიან უბადრუკი არგუმენტია ისედაც სასაცილო მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების. ვურჩევდი, რომ ეს არგუმენტი არ გაიმეორონ. თუ არ უნდათ, რომ ეუთო-ს გენერალური მდივანიც ჩამოვიდეს, ამაზეც შეილება მუშაობა. უბრალოდ, არაფრის მომცემი არ არის ამ თვალსაზრისით ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი.

ეს კაცი ერთი თვის წინ მოსკოვში იყო ვიზიტით. ყველაზე მთავარი დასკვნა ეუთო-მ გააკეთა არჩევნების შეფასებისას, რომ არ ჩატარდა თანაბარ გარემოში, სახელმწიფო რესურსები იყო გამოყენებული მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ხდებოდა ამომრჩევლის ინტიმიდაცია, ანუ მათზე ძალადობა არჩევანის დეფორმაციისთვის. ეს არის მთავარი, რაც ეუთო-მ თქვა. შემდეგ ეუთო-ს მისიამ თქვა, რომ საქართველოში 350-ზე მეტი ადამიანი აწამეს სისტემურად დეკემბრის თვეში. ეს არის პასუხი, როგორ იქცევა „ქართული ოცნება“. თუ ვლაპარაკობთ ლეგიტიმაციაზე, ის უნდა დაფიქსირდეს ბრიუსელში, ვაშინგტონში, პარიზში.

უნდა ჩამოსულიყო თუ არა? ჩემი აზრით, არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა ამ რუტინულ შეხვედრაზე და ეს კაცი ვერ გააჩერეს მოსკოვში ჩასვლისგანაც. ამიტომ ასეთი რაღაცები მოხდება, გაერო-ს გენერალური მდივანი ან სამდივნოდან ვინმე ჩამოვიდეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge