png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები

  • მსოფლიო
  • 28.04.2025
  • 18:09
ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები

ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. 

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ბარსელონა, სევილია, ვალენსია და მადრიდი, სადაც გაჩერდა მეტროპოლიტენი. ამასთან, შეფერხებულია ფრენები მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში.

ესპანეთის რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ დროებით გაჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა. ასევე ესპანეთის ქალაქებში დიდი რიგებია, რადგან ელექტრონული ბარათებით გადახდა შეუძლებელია. რესტორნები და კაფეები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ. ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.

პორტუგალიაში შეფერხებულია მობილური სატელეფონო კავშირი, პრობლემებია სატრანსპორტო სისტემაშიც. ლისაბონსა და პორტოში გათიშულია შუქმნიშნები. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ასევე ანდორაშიც.

მიზეზი, რამაც სამი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია, ჯერჯერობით უცნობია. როგორცThe New York Times წერს, გათიშვის ეფექტები რეგიონის ქალაქებში მკვეთრად იგრძნეს. 

მომხდარის გამო, სამი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები, მეტრო და სარკინიგზო ხაზები. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge