png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ასე რომ, ვინც გააფუჭა, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები მისგან მოდიოდეს - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 29.04.2025
  • 19:01
ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ასე რომ, ვინც გააფუჭა, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები მისგან მოდიოდეს - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა აშშ-თან და ეს ვაქციოთ ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად და არა იმ ფარისევლობად, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია გვაჩვენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„USAID-ის, NED-ის, ISDFED-ის და ყველა ასეთი დაფინანსება, საბოლოო ჯამში, მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრისკენ, ქართული საზოგადოების დაზიანებისკენ. ეს ნაჩვენებია ახალი ადმინისტრაციის მხილებებში. ამიტომ, ჩვენ გვინდა, ის, რაც გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, გამოსწორდეს. კარგად არის ცნობილი, რა აქვს გასაკეთებელი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, რომ ეს ურთიერთობები გააუმჯობესოს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გამოვთქვით მზაობა, სტრატეგიული ურთიერთობა არათუ დავაბრუნოთ, არამედ პირიქით, თვისებრივად ახალი სტრატეგიული ურთიერთობა გვქონდეს აშშ-თან, რომელიც დამყარებული იქნება ინტერესების ურთიერთგათვალისწინებაზე. ჩვენ ვართ მზად, ამერიკელი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი. მოლოდინი არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამაც უნდა გააცნობიეროს, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი. ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ გამოსწორდეს ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება საქართველოს არ დაუწყია.

„ამ ურთიერთობების გაფუჭება ჩვენ არ დაგვიწყია, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ფაქტობრივად, პრეზიდენტ ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან. ეს ურთიერთობები გააფუჭა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. ასე რომ, ვინც გააფუჭა ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ნაბიჯები მისგან მოდიოდეს. ასე რომ, ახალმა ადმინისტრაციამ იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები აიყვანოს სტრატეგიული ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge