png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რეჟიმის რყევა ძლიერდება, ადამიანები გადიან რეჟიმის პირველი წრიდან, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.04.2025
  • 15:43
რეჟიმის რყევა ძლიერდება, ადამიანები გადიან რეჟიმის პირველი წრიდან, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს - სალომე ზურაბიშვილი

ეს ჩხრეკები, რეიდები სრულად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, რაც აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლებში გუშინ ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.

„ეს ჩხრეკები, რეიდები სრულად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია, რაც აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ეს რეპრესიები ყველა მხრივ, რაც ბოლო თვეებში ტარდება, მაჩვენებელია იმის, რომ რეჟიმი რეალურად, ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს, რომ თავისი თავი გაამყაროს. ყოველდღიურად ჩანს მეტი და მეტი, მაგრამ ეს მეტი და მეტი, როგორც ჩანს, ვერაფერს ვერ აღწევს. ვერც საბოლოოდ პროტესტის ჩაქრობას, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას. იმასაც ვერ აღწევს, რომ შინაგანად გაამყაროს რეჟიმი, რამეთუ ვხედავთ, რომ რყევები რეჟიმის კუთხით გრძელდება, ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ უახლოესი პირები ამ რეჟიმის თამაშიდან ამ ბოლო პერიოდში გავიდნენ, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იმის, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ვინც იცის პოლიტიკური სისტემების ისტორია, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რითაც რეჟიმები უახლოვდებიან თავიანთ დასასრულს.

რათა გავიგოთ რა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, სანქციები როგორ და რა ფორმით ავლენს შედეგს და გავლენას ამ ადამიანებზე, რომლებიც არიან პირველი წრის ადამიანები და არა მხოლოდ მათზე. ფინანსურად, სწორედ, ამ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული. მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები და გავლენები ამ სანქციების. პირველ რიგში, პირველ ადამიანზე, რომელიც დღეს უკვე თავისი უზარმაზარი სიმდიდრით, იზოლირებულია და პრაქტიკულად ვეღარ სარგებლობს ამ თანხებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge