png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქვეყანა ღრმა კრიზისშია - ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 07.05.2025
  • 16:05
ქვეყანა ღრმა კრიზისშია - ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება - გიორგი ვაშაძე

ქვეყანა ღრმა კრიზისშია - ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ივანიშვილსა და კობახიძეს არ უნდათ იმ რეალობის აღიარება რომ ქვეყანა ჩააგდეს ქაოსსა და საერთაშორისო იზოლაციაში.

მივმართავ ივანიშვილს: რა არის თქვენი გზა? მეტი დაჭერები, მეტი ჯარიმები და მეტი იზოლაცია? საქართველოს მარტო დატოვება რუსეთის პირისპირ?

ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება. რეალურად ფსკერზე ეშვებიან და ქვეყანასაც თან მიათრევენ.

ისინი ცდილობენ კრიზისი სიმშვიდედ გაასაღონ, სანქციები – ჯილდოდ მაგრამ რეალობა ბევრად მძიმეა მათთვის.

სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ დაგვინახავს, დაინახეს ამერიკაში, ოკეანის გაღმა, საქართველოს მეგობრებმა. სწორედ ამიტომ მიიღო აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი “მეგობარი აქტი“ .

გამოსავალი არსებობს:

• ახალი, სამართლიანი არჩევნები

• სინდისის პატიმრების გათავისუფლება

• და დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენა.

საქართველო დგას არჩევანის წინაშე: იქნება ძლიერ ამერიკასა და ევროპასთან ერთად დაცული თუ მარტო, დაუცველი, მიტოვებული, რუსულ ჭაობში ჩაძირული?

დღეს, ამ რეალობის უარყოფა და ბრიყვული გაჯიუტება არის საქართველოს ღალატი და ხალხის გაწირვა.

სწორედ ამიტომ რეჟიმი ვალდებულია დანიშნოს  ახალი არჩევნები.

სხვა ყველა მათი გზა ჩიხია და რაც უფრო შორს წავლენ ამ გზით, მით უფრო მძიმე იქნება მათი პოლიტიკური მომავალი!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge