png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აუცილებელი იყო "მეგობარი აქტზე" კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 15.05.2025
  • 17:56
აუცილებელი იყო "მეგობარი აქტზე" კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე - გია ვოლსკი

„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება, – ამის შესახცებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „მეგობარი აქტი“ სიცრუეს შეიცავს, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს.

„მეგობარი აქტი“ არათუ უსამართლოა, არამედ გეგმაზომიერი სიცრუეა, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. აბსოლუტურად აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ირანს ან საგარეო კურსი შეცვალა და რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდა. ასეთი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, მით უმეტეს, 2012 წლიდან. არ შეიძლება, საქართველოს პოზიციის ცალკე განხილვა იმ ვითარებიდან, რომელიც მსოფლიოში არსებობს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. არ შეიძლება, ჩუმად იყო, როცა არჩევითი ორგანო ასეთ განცხადებას/რეზოლუციას უჭერს მხარს. აუცილებელი იყო ამ კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ ამ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება. განცხადება გამოქვეყნდა, თითქოს, საქართველო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კორუმპირებულს უწოდებს. ეტყობა, ვიღაცაში ვეშლებით – „მაკკეინის ინსტიტუტში“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დაიქირავა, ხელფასს უხდის და ადმინისტრაციას აგინებს. ეს ის ხალხია, ვისაც ჯო უილსონი თანაუგრძნობს და გვერდში უდგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge