png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი

  • სამართალი
  • 29.05.2025
  • 15:23
ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გაიტაცეს და საქრთველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.

ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

"კიდევ ერთი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პრიდაპრი ივანიშვილსი დაკვეთით მოხდა.

24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღეს თვალებახვეული მატარეს, დამტოვეს ოჯახის და ადვოკატების დალაპარაკებების გარეშე.

შემდეგომ მოტაცებული პრიდაპირ ჩამტენეს "აირზენას" თვითმფრინავში და ყველანაირი წინაპირობის გარეშე, კანონი დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში.

საქართველს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს, სხვადასხვანაირი გართულებებით, თუმცა ამ შემთვევაში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს.

მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ტყუილები უთხრეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ჩემს მიმართ ასეთი მოქმედება, თუმცა მინდა გითრხათ, რომ დიდ შეცდომაში შეგიყვანეს და გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ რომ ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის საფუძველზე. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემს მიამრთ სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილს დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არა მარტო ევროპის ადამიანთა უფლების კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა.

მე თქვენ გთხოვთ, ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ რომ მე ამ გამოძების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებს მთელი სახელმწიფო.

ეს არის ჩვენი უფლების დარღვევა, დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილისიპატიმარს. ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ!", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge