png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა

  • საზოგადოება
  • 06.06.2025
  • 17:22
ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ჯილეხი (ციმბირული წყლული) დადასტურდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია დაიწყო.

ამ დროისთვის, 700 ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.

„აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა.

შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც. ამ დროისთვის, 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.

საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია.

2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში უკვე აცრილია 305 844 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი.

სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციის და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული. ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დამატებითი ინფორმაცია ჯილეხის შესახებ: https://nfa.gov.ge/Ge/AnimalDiseases/Details/2", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge