png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

  • საზოგადოება
  • 06.06.2025
  • 15:23
ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

სამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვადახუჭული დარჩებით, - ასე ეხმიანება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მზია ამაღლობელის დაკავების საქმეს და ამბობს, რომ უსამართლობაა, ჟურნალისტი ქალის ციხეში ჩასმა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მაშინ, როდესაც ჟურნალისტების ცემისა და სასტიკი ძალადობისთვის დღემდე არავინ არის დაკავებული. 

"ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ის ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ... ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ -5-7 კაცი ფეხებით დაადგა და ქუსლებით ცემდნენ მიწაზე დავარდნილს - ახლა კითხვა დავსვათ, რომელია უფრო დამნაშავე? 

თუ ეს დამნაშავეა, რომ ამ პოლციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და გადარჩნენ ღვთის შეწევნით, თორემ მათი ხელიდან რომ მკვდრები იქნებოდნენ. აი დასვი კითხვა - რომელია მართალი? ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილები. 

ასეთი უსამართლობები რომ ხდება, ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭულები დარჩებით მთელი ცხოვრება.

როდესაც ცუდ რამეს ჩადიხარ, მაშინაც კი არ უნდა დაგეხუჭოს თავლი და გონება ხედავდე სად არის სამართალი და რომელია მართალი? ანუ შენ რო დაეცე, უნდა ხედავდე რომ დაცემული ხარ და დღეს რომ უსამართლობა ხდება, იმათგან ვინც სამართლის დამცველები არიან, ამას უნდა ხედავდეთ და არა მოხლოდ ხედავდეთ, უნდა ამბობდეთ, რომ ეს არის უსამართლობა. ამბობს ბევრი, ხედავს ბევრი, ამიტომაც ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებენ, მართლები არიან, სიმართელს მიყვებიან, ხოლო ვინც დუმს, მასთან არ მოვა ჭეშმარიტება შემდეგში. როცა შენ მოგადგება ბოროტება, ვერ დაინახავ რომ ის ბოროტებაა, რადგან ერთხელ უკვე მიიღეს", - თქვა არქიმანდრიტმა ქადაგებისას. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge