png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე

  • მსოფლიო
  • 17.06.2025
  • 12:24
ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს, ვაშინგტონი კი ირანის გარშემო არსებული სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებას ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით.

რეგიონში თავდაცვით პოზიციას ვიკავებთ და სამშვიდობო შეთანხმებას ვეძებთ. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება. ჩვენ ფხიზლად და მომზადებულები ვრჩებით. თავიდანვე ვამბობდით, რომ რეგიონში ჩვენი ხალხისა და რესურსების დასაცავად ვიმყოფებით“, - განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.

მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ სურს თეირანთან შეთანხმების მიღწევა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამაზე და რომ „[ამერიკელი ლიდერის] პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა“.

„რასაც რეალურ დროში უყურებთ არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ჩვენი საქმეა, ვიყოთ ძლიერები. ჩვენ თავდაცვითი პოზიციები გვაქვს რეგიონში. თავდაცვის მდივნის რანგში ჩემი საქმეა ამერიკელების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ ძლიერ პოზიციაში ვიყოთ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მისწრაფებაში და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება.  პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ [შეთანხმება] კვლავ განხილვის საგანია. კითხვა ისმის, ხელს მოაწერს თუ არა მას ირანი“, - თქვა ჰეგსეთმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge