png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

  • ბიზნესი
  • 18.07.2025
  • 16:37
„თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

15 ივლისს „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისს Toyota Tsusho Corporation-ის მობილობის დეპარტამენტის ოპერაციული ხელმძღვანელი, ტაკურო აკასაკა, დელეგაციის წევრებთან ერთად, და Toyota Caucasus-ის პრეზიდენტი, ტოშინარი საკაბე ეწვივნენ. შეხვედრა გაიმართა „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, თემურ კოხოძესთან, “თეგეტა ჰოლდინგის” მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან, ეკატერინე ქავთარაძესთან და კომპანიის აღმასრულებელ მენეჯმენტთან.

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Toyota Tsusho Corporation-ის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.  დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობას, გაეგოთ მეტი კომპანიის მიმართულებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“ Toyota-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ ღირებულებითი თანხვედრის მაგალითიც არის  - გვაერთიანებს ხარისხზე ორიენტაცია, გრძელვადიანი ხედვა და პასუხისმგებლობიანი მიდგომა როგორც მომხმარებლის, ისე გარემოს წინაშე.

გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მალე ახალ ეტაპზე გადავა და ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მასშტაბური ინიციატივების განხორციელებას,  როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე მდგრადი მობილობის მიმართულებით“.

Toyota Tsusho-ს კავკასიის რეგიონში სწორედ Toyota Caucasus წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში -  „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია -„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კი საქართველოს ბაზარზე  2014 წლიდან ოპერირებს. 2024 წელს უნივერსიტეტის ქუჩაზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომელიც სრულად Toyota-ს სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

--

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge