png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კრემლის მაღალჩინოსანმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულება შესთავაზა - New York TImes

  • მსოფლიო
  • 12.08.2025
  • 07:46
 კრემლის მაღალჩინოსანმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულება შესთავაზა - New York TImes

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრეა, მას ახლახან შესთავაზა უკრაინაში ომის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს .

დმიტრი კოზაკი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებს და რეგიონებს, თუმცა თანდათან კრემლში გავლენა დაკარგა და მისი უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, რომელიც უკრაინის მიმართ ხისტი პოზიციის მხარდამჭერია და აქტიურადაა ჩართული ოკუპირებული რეგიონების მართვაში.

New York TImes-ს კრემლიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ როდესაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა, კოზაკმა პირად საუბრებში თქვა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტს საპირისპიროს ურჩევდა. 

The New York Times-ის წყაროების თანახმად, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრამდე კოზაკი პუტინს აფრთხილებდა მოსალოდნელ შედეგებზე, მათ შორის უკრაინის არმიისა და საზოგადოების სასტიკ წინააღმდეგობაზე. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე კოზაკი უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ომის წინააღმდეგ გამოვიდა. ხოლო შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, Reuters-ისა და ორი წყაროს ცნობით, პუტინმა უარი თქვა კოზაკის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე.

New York Times წერს, რომ ამ პოზიციის გამო, პუტინთან კოზაკის გავლენა მნიშვნელოვნად ჩამოიშალა. იგი მეტწილად აღარ ჩანს საჯაროდ, ხოლო აპარატის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ომს მიემხრო და მას შემდეგ რამდენჯერმე ესტუმრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, კრემლის გადაწყვეტილებებზე კოზაკის გავლენა შეზღუდულია, თუმცა ომის დასრულებისკენ მისი მოწოდებები აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლების შიგნით არიან ძალები, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge