png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად - ვახუშტი მენაბდე

  • პოლიტიკა
  • 13.08.2025
  • 16:13
ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად - ვახუშტი მენაბდე

ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად, - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

მენაბდე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის ბრალდებებს.

ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვახუშტი მენაბდის ოჯახი გურიაში სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა „ქართულ ოცნებასთან“ და ტენდერების შესახებ დოკუმენტიც გაასაჯაროვა.

„ჩვენ რომ რუს „ქოცებს“ ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა „ქოცებთან“. მენაბდეების ანგარიშზე მილიონობით მოგებული ტენდერი და მენაბდის მარანია. თუ რამეს გაბრალებთ, გამოდი და უარყავი“, - დაწერა წითლიძემ.

როგორც ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, მისი ოჯახის წევრების კომპანია სახელმწიფო ტენდერებში ნამდვილად მონაწილეობს, თუმცა ამ თემის ახლა გააქტიურება მხოლოდ მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული.

მისივე განცხადებით, მამამისის კომპანია, რომელიც ბეტონის ქარხანას ფლობს, ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს, ტენდერების „ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს“.

ამასთან, ვახუშტი მენაბდე იმასაც ამბობს, რომ მამისა და ძმის საქმიანობით რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაიგო, რომ მისი ოჯახის წევრების ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას სხვებიც იძიებდნენ.

„ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენი მოძრაობა, „სოციალური დემოკრატიისთვის“ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძლავრი შენაკადია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად. რადგან პირველი ვერ შეძლეს, სხვების გაშავებაზე გადავიდნენ, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ. ცუდი ის არის, რომ ისინი წინააღმდეგობის საბოტაჟით არიან დაკავებულები. არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, მაგრამ, რაკი ამის საჭიროება გაჩნდა, გეტყვით, რაც ვიცი. მხოლოდ ზოგადად ინფორმაციას ვფლობდი ტენდერების შესახებ - ისიც იმიტომ, რომ როცა რამდენიმე თვის წინ მითხრეს, „მამაშენის ტენდერებს კუდს აბამენო“, ამის მერე წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა. დღეს დილით დავაზუსტე დანარჩენი. ამან დრო წაიღო.

მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს. ეს ტენდერები არის ბეტონის მიწოდება სოფლებში გზის მშენებლობისთვის. ამაში რა არის საეჭვო, არ ვიცი (რამე თანამდებობა მიკავია და ვეხმარები ტენდერში გამარჯვებაში?), მაგრამ თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, სჯობს, ჯერ გამოიკვლიოს. თუმცა გასაგებია, რომ საკითხის გარკვევა არაა იმათი მიზანი, ვინც ბრალდებას მიყენებს.

ეს ხალხი ამ ამბის შესახებ ინფორმაციას სულ ცოტა რამდენიმე თვეა ფლობს. ახლა რომ წამოწიეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანად გადაწყვიტეს ჩვენს მოძრაობაზე შეტევა: გუშინწინ გოტასა და „საზმაუს“ მარშზე, გუშინ ლუკაზე და ახლა ჩემზეც. მე მზად ვარ, ჩემი საქმიანობის შესახებ ყველა კითხვას ვუპასუხო. რაც შეეხება მამაჩემს და ჩემს ძმას, დღეს დილით ველაპარაკე და მათაც ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.

რაც რეჟიმთან წინააღმდეგობაში ვარ ჩართული, ერთი მხრივ „ქოცები“ სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე საერთაშორისო დაფინანსების შესახებ ნეგატიური პროპაგანდა ააგორონ. ხან რა მოიგონეს ხან რა. და პარალელურად, მთელი ეს დრო, „ნაცები“ ტენდერების თემას ამზადებდნენ. რადგან ორივე მხრიდან გვიტევენ, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ“,- წერს ვახუშტი მენაბდე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge