png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.08.2025
  • 23:37
 თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა.”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდნენ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით - “ჩვენ ამ წუთებში დავასრულეთ შეხვედრა რადისლავ სიკორსკი, პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრთან და მას ვესაუბრეთ ორ პრინციპულ საკითხზე. ერთი ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და როგორ ავარიდოთ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს და ამავდროულად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში რეჟიმის წევრებს - ივანიშვილს და მის გარემოცვას და მეორე პრინციპული და ფუნდამენტური საკითხი, ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც პოლონეთის დიდი მეგობარი იყო და არის და მასაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციაში. რადისლავ სიკორსკი, როგორც ვაიმარის სამკუთხედის ერთ-ერთი საგარეო მინისტრი გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილებაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს , ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა მოძებნოს ისეთი მექანიზმი, სადაც არ სანქცირდება საქართველოს მოქალაქე და სანქცირდება ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რაც არის შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge