png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა

  • პოლიტიკა
  • 07.10.2025
  • 13:49
იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვა გააჩინა, იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსული ტიპის დიქტატურას და რეჟიმს ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენებმა, მურთაზ ზოდელავას კომენტარმაც, ბევრი კითხვა გააჩინა. იმედია, რომ მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან. რუსეთს, „ეფესბეს“ და მის მიერ მართულ რუსული ტიპის დიქტატურას და რეჟიმს როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ. დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია პოლიტიკაში სიმართლე გამარჯვებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა რთულია და ყველა შევდივართ ერთმანეთის მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებელია სიმართლის თქმა. იმედი მაქვს, რომ მეტს გავიგებთ, მათ შორის იმ მინიშნებასთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მოვისმინეთ სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ღალატს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ „რაც არ ვიცი, იმაზე სპეკულაციას ვერ დავიწყებ“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge