png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთი და უკრაინა ჯერ მზად არ არიან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მთავარი დაბროკოლება რუსების გადაჭარბებული მოლოდინებია, რადგან მიიჩნევენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთესი პოზიცია აქვთ, ვიდრე სინამდვილეშია - ჯეი დი ვენსი

  • მსოფლიო
  • 17.10.2025
  • 16:30
რუსეთი და უკრაინა ჯერ მზად არ არიან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მთავარი დაბროკოლება რუსების გადაჭარბებული მოლოდინებია, რადგან მიიჩნევენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთესი პოზიცია აქვთ, ვიდრე სინამდვილეშია - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, რადგან არცერთი მხარე ჯერ არ არის მზად სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ მან Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენადაც არ უნდა იშრომოს აშშ-ის პრეზიდენტმა დიპლომატიურად, რათა მხარეები ფინიშამდე მიიყვანოს, საბოლოოდ, შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარის ნებაა საჭირო.

და ახლა, ჩვენი ყველა ძალისხმევის მიუხედავად, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, რუსები და უკრაინელები უბრალოდ ჯერ არ არიან მზად შეთანხმების დასადებად,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ვენსმა დასძინა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ეს „ბევრად მეტ შრომას“ მოითხოვს.

მისი თქმით, მთავარი დაბრკოლება „მოლოდინების ფუნდამენტური შეუსაბამობაა“, რადგან რუსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთესი პოზიცია აქვთ, ვიდრე სინამდვილეშია.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომამ მოლაპარაკებებს წინა ადმინისტრაციების დროს არსებულზე მეტად წინ წასვლის საშუალება მისცა.

მისი აზრით, უფრო ეფექტურია „ენერგიული დიპლომატია, რომელიც ადგილზე ადამიანებს აძლიერებს და არატრადიციული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა“.

ზეწოლის ეკონომიკურ ინსტრუმენტებზე საუბრისას, ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფებს სანქციებზე უფრო ეფექტურად მიიჩნევს.

მან აღნიშნა, რომ სანქციებმა ათწლეულების განმავლობაში სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ როცა ტარიფები შეიძლება რუსეთის ქმედებებზე გავლენის მოხდენის ეფექტური საშუალება იყოს.

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი ინდოეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული ნავთობის შესყიდვების შესამცირებლად და ენერგორესურსების ექსპორტიდან მოსკოვის შემოსავლის შესამცირებლად.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ზოგჯერ კარგავს მოთმინებას პროცესში ჩართული ყველა პირის მიმართ, მაგრამ ვიდრე ის აგრძელებს მუშაობას,  დარწმუნებულია, რომ შეძლებს შეთანხმების მიღწევას.

„მე მჯერა, რომ ის მიაღწევს ამას. ერთადერთი კითხვა ისაა, თუ რამდენ დრო დასჭირდება ამას“, - თქვა ვენსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge