png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ - ლევან მახაშვილი

  • პოლიტიკა
  • 20.11.2025
  • 17:09
დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ - ლევან მახაშვილი

ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი [გამოეყოთ], სადაც ამ დელეგაციას მიიღებდნენ - ეს არის საბაბი იმისა, რომ ეს შეხვედრა ჩაეშალათ, თორემ დღესაც მზად ვართ ნებისმიერ დროს და ადგილზე დიალოგისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, დიალოგის მაგიდის აყირავება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ბრიუსელში დღეს ესკალაციის მომხრე უფრო ბევრია, ვიდრე დიალოგის.

„ბრიუსელისგან რა ნათელი მესიჯიც მივიღეთ არის, რომ ისინი დიალოგის მაგიდას გაურბიან. დიალოგის მაგიდის აყირავება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ როგორც ჩანს, ბრიუსელში დღეს ესკალაციის მომხრე უფრო ბევრია, ვიდრე დიალოგის…

საუბარია წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, რომ თავად საკუთარ ტერიტორიაზე ვინმეს გადაადგილება შეუზღუდონ. მაშინ, როცა ვხედავთ, ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი როგორი დიდი ზარზეიმით უგებს წითელ ხალიჩას კაციჭამიებს და ტერორისტებს, ამის ფონზე ღიმილის მომგვრელია ბრიუსელის ასეთი განმარტება. რასაც ვხედავთ, არის საბავშვო ბაღი - საქართველო ვერ იქნება საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როცა მათი მხრიდან ასეთ საბავშვო ქმედებებს ვხედავთ. თუ მართლა არის დიალოგის მოლოდინი, ჩვენ მზად ვართ 21 ნოემბერს კი არა, 1-ელ დეკემბერს, ბრიუსელში კი არა საქართველოში ნებისმიერი ადგილი, დრო და საათი დაასახელონ - ნებისმიერ ადგილზე ჩავალთ. თუ არ შეუძლიათ ზოგიერთი წარმომადგენელი თავიანთ ქვეყანაში მიიღონ, სადაც მიიღებენ იქ ჩავალთ, თუ იქ არ უნდათ, აქ ჩამოვიდნენ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამ დიალოგისთვის - დაახლოებით 6 თვე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდით. ორი დღით ადრე ამ მაგიდის აყირავება არის პირდაპირი გზავნილი ბრიუსელისგან, რომ დღეს ისინი დიალოგისთვის მზად არიან.

საბავშვო ბაღია ის ქმედება და საქციელი, რაც ჩვენ 21 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვნახეთ”, - აღნიშნა მახაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge